გათამაშების წესები


ყველა მოთამაშე ვალდებულია ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას გაეცნოს წესებს. რეგისტრაციისათვის მომხმარებელმა მიუთითოს პირადი ნომერი, ასევე შეიყვანოს საჭირო მონაცემები დამატებით სარეგისტრაციო გრაფებში. მომხმარებელი ვალდებულია მოგვაწოდოს რეალური, უტყუარი და სრული ინფორმაცია; რეგისტრაციის შედეგად მინიჭებული “პაროლი” არის საიდუმლო და იკრძალება, მისი გასხვისება ან მოთამაშის მიერ მისი გადაცემა მესამე პირისთვის .კომპანია მომხმარებელს არ უწევს არანაირ იურიდიულ დახმარებას შეუძლია გაუწიოს მხოლოდ კონსულტაცია. გათამაშებაში მონაწილეობა მხოლოდ მომხმარებლის არჩევანია.

რეგისტრაციის გავლით მომხმარებელი აღიარებს, რომ თამაშში მონაწილეობა არ არის მისთვის ზიანის მომტანი, არასასურველი ან უსამართლო. რეგისტრაცია ნიშნავს დარეგისტრირებული მომხმარებლის თანხმობას გათამაშების წესებზე. კომპანია უფლებას იტოვებს წინამდებარე წესებში საჭიროების შემთხვევაში საკუთარი შეხედულებისამებრ შეიტანოს ასევე კომპანია უფლებას იტოვებს შეაჩეროს, შეცვალოს ან/და დაამატოს გათამაშებაში საკუთარი შეხედულებისამებრ ყოველგვარი შეტყობინების გარეშე.

წამახალისებელი გათამაშების ბილეთის მისაღებად საჭიროა შეიძინოთ ჩვენი კომპანიის „შპს უნივერსალ სერვის კონპანის“ პროდუქცია. ყოველ შეძენილ პროდუქტს გააჩნია მომგებიანი წამახალისებელი ბილეთი, რომელიც მოთავსებულია (პროდუქტის) შიგნით. იმისათვის რომ ბილეთი მოხვდეს გათამაშებაში, საჭიროა მომხმარებელმა გახსნას პროდუქტი, პაკეტს შიდა მხრიდან მიკვრული აქვს ბილეთი, რომელიც უნდა ამოიჭრას. ამის შემდეგ მომხმარებელმა აღნიშნულ საიტზე უნდა გაიაროს რეგისტრაცია. მომდევნო ბილეთის/ბილეთების დასამატებლად აუცილებელია გაიაროს ავტორიზაცია, თუ არ ხართ დარეგისტრირებული აუცილებელია ჯერ რეგისტრაციის გავლა შემდეგ ავტორიზაციის. გათამაშების თითოეულ ბილეთს მინიჭებული აქვს უნიკალური კოდი, რომლის მეშვეობითაც მოხდება გამარჯვებულის იდენტიფიცირება.

1 ადგილის მომგებიანი ბილეთი

გამოითვლება საიტზე ატვირთული ბილეთების მიხედვით ერთი ატვირთული ბილეთიც კი ცვლის მომგებიან ბილეთს, ატვირთული ბილეთები გროვდება სხვადასხვა პროდუქციის კატეგორიებში, ამათგან ყველაზე დიდი რაოდენობის პირველი 5 რიცხვებს ვიღებთ და ამ რიცხვების ბოლო ციფრები (ერთეულები) არის მომგებიანი ბილეთი.

2 ადგილის მომგებიანი ბილეთი

გამოვლინდება იმ შემთხვევაში თუ 5 კატეგორია გადაცდება 10 ერთეულს, მომგებიანი ბილეთი ითველაბა იმავე პრინციპით რაც 1 ოღონდ ათეულების ციფრების აღებით.

3 ადგილის მომგებიანი ბილეთი

გამოვილდება იმ შემთხვევაში თუ 5 კატეგორია გადაცდება 100 ერთეულს. მომგებიანი ბილეთი ითველაბა იმავე პრინციპით რაც 1 და 2 ოღონდ ასეულების ციფრების აღებით.

პრიზის მიღება

მომგებიანი ბილეთის პატრონმა პრიზის მიღების დროს უნდა წარმოგვიდგინოს მომგებიანი ბილეთი და პირადობა, ამავდროულად აუცილებელია ეს ბილეთი დაფიქსირებული ანუ ატვირთული ქონდეს საიტზე. ამათგან რომელიმეს არ შესრულების შემთხვევაში არ გადაეცემა პრიზი. გამარჯვებულ მომხმარებელს მოგებული პრიზის შესაბამისი ფულადი თანხა არ გადაეცემა. მოგებული პრიზი გაიცემა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 6 კალენდარული დღისა.